დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ივან ჩერნიაკოვსკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი, ლევან იზორიამ უკრაინის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან - უკრაინასთან მაქსიმალურად გაძლიერდება. „ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხელი ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩვენ ერთობლივ წვრთნებში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩავერთვებით. ამის მზაობა უკრაინულ მხარეს აქვს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ძალები ერთად ნატოს სტანდარტებს დავუახლოვოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ ვიზიტის დასრულებისას.
მასალის გამოყენების პირობები






