ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადება - "ეს შენ გეხება" პრეზიდენტს, საზოგადოებას და პარტიებს მიმართავს
პოლიტიკა - 16:33, 31 Mar, 2017     1494
არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დამტკიცებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც კამპანია “ეს შენ გეხება"-ში აცხადებენ დაგეგმილია საპროტესტო აქციების გამართვაც.

არასამღავრობო ორგანიზაციების თქმით, “ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები".

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სარჩელის ელექტრონული ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
მოქალაქეებს შეუძლიათ შევსებული სარჩელი ამობეჭდონ, ხელი მოაწერონ და მიაწოდონ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისი. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ მივიდნენ დასახელებულ მისამართზე და შეავსონ სარჩელი. ამისთვის თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

„გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს პრეზიდენტს, ნებისმიერ მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციას, შემოგვიერთდით, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი პირადი ცხოვრების დაცვის კარგი საშუალება,“- განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ბურჯანაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე თვლის, რომ თუკი პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, ლოგიკურია, რომ მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენოს და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42