"31 მარტი საქართველოს უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:12, 31 Mar, 2017     1182
გიორგი მარგველაშვილმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარებისა 26 წლისთავთან და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა:

„დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს.

გილოცავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესაც, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. მისი როლი განსაკუთრებულია დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ სახელმწიფოს კვლავ აქვს პასუხისმგებლობა გამოიძიოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადა ჩვენი ხალხის, მათ შორის, აფხაზთა და ოსთა ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.

ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, განვითარებული სამყაროს თავისუფალი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის.

ამ დღიდან ურთულესი გზა განვვლეთ და ეს გზა გრძელდება დღესაც. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მაგრამ თავისუფლებისათვის შრომა და ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, შევქმნათ არა მხოლოდ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, არამედ ასევე პოლიტიკურად თავისუფალი სახელმწიფო. მხოლოდ თავისუფლება გააერთიანებს ჩვენ მიწასაც და ადამიანებსაც, შექმნის პირობებს აქ მცხოვრები ყველა ხალხის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის.

ამგვარი თავისუფლების წინაპირობა კვლავ დამოუკიდებლობის გარიჟრაზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების - დასავლური განვითარების გზის ერთგულებაა.“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42