„საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში მზარდი დინამიკაა“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 13:11, 31 Mar, 2017     1137
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივა იყო.

ლევან იზორიამ ვიცე-პრემიერს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით განსაზრული გეგმებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე რეფორმირების პროცესი ნატოს სტანდარტების შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ მონაწილეობასაც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა: „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან კარგი და მზარდი დინამიკაა. შესაბამისად, წელს უკვე მაღალ დონეზე ვიზიტები იგეგმება. ჩვენ დავგეგმეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები, მათ შორის საპარლამენტო დონეზეც. ეს ურთიერთობები მომავალში უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი“.

თავის მხრივ, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ სურვილი გამოთქვა, საქართველოს სამხედრო უწყებაში განხორციელებული რეფორმებთან დაკავშირებით უკრაინამ გამოცდილება გაიზიაროს და ვიზიტს სამომავლო ურთიერთობებში ახალი ინიციატივების საწყისი უწოდა. „ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი სახის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც უკრაინული მხარის მიერ დადებითად აღიქმება. ვფიქრობ, ეს ვიზიტი საფუძვლად დაედება ახალ საერთო ინიციატივებს როგორც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატში, ასევე ნატოს მიმართულებით. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, რომლებიც შესაძლოა გაგრძელდეს. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინელი დაჭრილი სამხედროების ფსიქოლოგიულ რეაბილიტაციის პროცესში კვლავ გაგვიწიოს დახმარება. ჩვენ რეგიონსა და ნატოს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის ინტერესიც გამოვხატეთ. სურვილი გვაქვს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გავიზიაროთ. იმედი მაქვს, ერთად ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეგვიძლია და ველი, დაგეგმილი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42