ენმ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:03, 31 Mar, 2017     1099
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განათლების და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების და მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელმა ნინო კვიტაიშვილმა ისაუბრა. ამასთან, პარტიამ სამინისტროს წერილითაც მიმართა.

წერილში ნათქვამია, რომ ახალი სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ გამომცემლობათა მიმართ ხელისუფლების ამჟამინდელი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის იქ დასაქმებულ ასობით ადამიანს.

გამომცემლობებთან თანამშრომლობის გზაზე კი ერთ-ერთი თითქოს ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია სახელმძღვანელოების გრიფირება.

გაუგებარია, თუ რატომ გადაავადა სამინისტრომ გრიფირების პროცესის დაწყება. ბუნდოვანია 2017 წლის თებერვალში დაამტკიცებული გრიფირების ახალი წესი, რომელიც ნეპოტისტურსა და კაბალურს ხდის მთელ რიგ პროცესებს.

მაგალითად, გამომცემლობებს სამინისტრო უქმნის კაბალურ პირობებს, როცა მათთვის თუნდაც ყოვლად მიუღებელ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აჯარიმებს 50 000 ლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყანაში საგამომცემლო საქმეს.

ამ წესის თანახმად სამინისტრო უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს იმ სახელმძღვანელოების შესყიდვასა და მოსწავლეებისთვის მიწოდებაზე, რომლებიც შესაძლოა შეფასებული იყოს ყველაზე დაბალი ქულით, რაც რა თქმა უნდა მძიმედ აისახება მოსწავლეთა ცოდნაზე, განათლების ხარისხზე.

მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს გადახედოს გრიფირების წესს და გათვალისწინებული იქნას დარგის ექსპერტებისა და გამომცემელთა რეკომენდაციები და დროულად გამოაცხადოს გრიფირება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი სახელმძღვანელოები.

შეცვალოს გრიფირების წესი და მინისტრის უფლებამოსილება გრიფის კონკურსგარეშე მინიჭების თაობაზე გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გრიფირების შედეგად გამოვლენილი სახელმძღვანელო ან სახელმძღვანელო/სერია შექმნილია (სამსახურებრივი ნაწარმოები) მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

ამოღებულ იქნას გრიფირების წესიდან გამომცემლობების მიმართ საჯარიმო სანქცია, იმ შემთხვევაზე, როცა ისინი არ თანხმდებიან ხელშეკრულების გაფორმებას.

სახელმძღვანელოს მიენიჭოს გრიფი 6 წლის ვადით"- აცხადებენ ენმ-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42