პრემიერ-მინისტრი კახი კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ მადლობას უხდის
პოლიტიკა - 12:53, 31 Mar, 2017     1929
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს სამინისტროს მუშაობაში თვისობრივი ცვლილებები შეაქვს და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ მაქსიმალურად მეტი იცოდეს.

„ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გარკვეულწილად, საქართველოს სახეა ის, როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში - 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42