"სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს, აქტიური ამომრჩეველი მესამე პოლიტიკურ ცენტს ითხოვს"- ხუხაშვილი IRI-ს კვლევას აფასებს
პოლიტიკა - 12:50, 31 Mar, 2017     1890
პოლიტოლოგი გია გუხაშვილი „ნიუპოსტთან“ ამერიკის საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, IRI-ს რეიტინგში მთავარი არის ის, რომ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” არიან უმცირესობაში.

ექსპერტის შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე რომ ამომრჩეველი პოლიტიკურ ბაზარზე მესამე პოლიტიკური ცენტრის მოლოდინშია.

”წლების მანძილზე ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. პოლიტიკური მოზაიკა აბსოლუტურად იგივეა. ერთ-ერთია ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, ამან შეიძლება შიდა კონექტურის თვალსაზრისით რაღაცა შეცვალა, მაგრამ ჯამურად საბოლოო ჯამში არაფერი შეცვლილა. ყველაზე მთავარი ამ რეიტინგში არის ის, რომ ჯამურად, ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარლამენტის შემადგენლობა, არიან უმცირესობაში და მათი ჯამური მაჩვენებელი 40 %-ს არ აემატება, ანუ აქტიური ამომრჩევლიე, 60 %-ში არის მესამე ცენტრის გაჩენის მოთხოვნა, რასაც დანარჩენი პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ ბაზარს ვერ აწვდის. ეს არის ის სურატი რაც გვქონდა ერთი წლის წინ, 2 წლის წინაც და დღესაც მეორდება იგივე სურათი“- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი IRI-ს შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ „დღეს გვყავს საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია“.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა რეიტინგებში მოქმედი პრეზიდენტის ლიდერობას, ამ საკითხს ხუხაშვილი ლოგიკურს უწოდებს.

ექსპერტი აცხადებს, რომ „გიორგი მარგველაშვილი ფაქტობრივად ერთადერთი ფორმალური პოლიტიკოსია, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მას აღმოაჩნდა ლიდერის თვისებები“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები ოფიციალურად რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება, თუმცა მედიისთვის შედეგების ნაწილი გახდა ცნობილი.

კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ 26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ -15%, „ევროპული საქართველო“ - 7%, „ლეიბორისტული პარტია“ - 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, არცერთი - 15%, არ მაქვს პასუხი 20 %.

წინასწარი ინფორმაციით, კი IRI-ის კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს - 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42