„ევროპული საქართველო“ მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
პოლიტიკა - 12:35, 31 Mar, 2017     1040
"თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის მიზეზად გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ფაქტიურად უცვლელს ტოვებს იმ მდგომარეობას, რომელიც ამ კანონის მიღებამდე იყო.

„ევროპულმა საქართველომ როგორც ადრე განვაცხადეთ, გადაწყვიტა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სადაც მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად სცნონ ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენ აქტურად ვმუშაობდით და გვქონდა კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენ ვიცით რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ სარჩელის შეტანას, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად ევროპულმა საქართველომ იმუშავა და მოამზადა შესაბამისი საპარლაამენტო სარჩელი.

მიზეზი ამისა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღბისთვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართულმა ოცნებამ არანაირად არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც საპარლამენტო უმცირესობის, არც არასამთავრობო სექტორის შენიშვნები, ასევე მათ უტიფრად გადაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და რეალურად მიიღეს უფლება დამრღვევი კანონი რომელიც შევიდა ძალაში. შესაბამისად ევროპილი საქართველოს უმთავრესი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მოქალაქეებმა იგრძნონ თავი დაცულად და იმის მაგივრად რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ეს არის უფლებამოსილება გაძლიერებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ჩვენ მიზანია რა თქმა უნდა, მივიღოთ თითოეული უფლებადაცული მოქალაქე. ამის მიღწევის ერთერთი გზაა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. ყველამ კარგად ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებაში ცალსახად გაუსვა ხაზი იმას რომ მოსმენებს არ უნდა ახორციელებდეს ის ორგანო რომელსაც უშუალოდ ააქვს დაინტერესება აწარმოებს გამოძიებას.

დღეს უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ფაქტიურად უცვლელს ტოვებს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო ამ კანონის მიღებამდე, გარდა ამისა დამატებით უფლებებს სძენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ უხეშად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და ამას ძალიან ხშირად იყენებს სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის“- განაცხადა ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42