დემპინგი - სად გადის ზღვარი კრიმინალსა და მტაცებლურ ფასებს შორის
პოლიტიკა - 12:34, 31 Mar, 2017     2154
არის თუ არა დემპინგი კრიმინალი და მოქმედებს თუ არა ზოგიერთი უცხოური კომპანია საქართველოში მტაცებლური ფასებით? - ამ თემაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტის“ სტუმრებმა იმსჯელეს. როგორც „ქართველ მეწარმეთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, ქვეყანას ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა ჰქონდეს. „ხშირად გვეუბნებიან, რომ თავისუფალი ბაზარი გვაქვს, მაგრამ თავისუფალ ბაზარში მორღვეული საზღვრები არ იგულისხმება, ანუ ყველა სახელმწიფო, რომელიც თვს პატივს სცემს, საკუთარი წარმოების წახალისებასა და ადამიანების დასაქმებას ცდილობს,“ - აღნიშნა სილაგავამ.


საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, დავით ჯანდიერმა კი განმარტა, რომ დემპინგი ხელოვნურად დაწეული ფასია, რათა უცხოურმა კომპანიამ ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს ან ბაზრიდან კონკურენტი გააძევოს.

„დემპინგის მოწინააღმდეგეებისთვის ყველაფერი ეს არაკეთლსინდისიერ კონკურნეციად ითვლება და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები დემპინგის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დემპინგს არ ეწინააღმდეგება, თუმცა არსებობს შესაბამისი ჯარიმების დაკისრების მექანიზმი, რათა სახელმწიფომ დემპინგურ ფასებს ებრძოლოს,“ - განმარტა ჯანდიერმა და დასძინა, რომ დემპინგი ყველაზე რთულად ეროვნულ პროდუქციაზე აისახება, რადგან საქონელი თვითღირებულებაზე უფრო იაფად შემოდის, რაც ხელს ეროვნულ წარმოების გაძლიერებას უშლის და მას ყველზე სუსტ წერტილში არტყამს.

ჯანდიერის თქმითვე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესაძლებლობას იმ შემთხვეაში ითვალისწინებს, თუკი ადგილი აქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვას, ან იმპორტული საქონლის შემოტანა ნორმალურ ფასზე ნაკლებად ხდება.

„ასეთ დროს სახელმწიფო უფლებამოსილია, რომ შესაბამისი ზომა გამოიყენოს. ამასთან, ე.წ. „ანტიდემპინგური კოდექსი“ ითვალსიწინებს, რომ ეროვნული მეწარმეების განცხადების საფუძველზე, ანტიდემპინგური გამოძიება ჩატარდეს და დაადგინოს, შემოტანილი საქონლის ღირებულება ანტიდემპინგურია თუ არა,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იქვე განმარტა, რომ სახელმწიფოების უმეტესობას ანტიდემპინგური კანონმდებლობა აქვს.

ამასთან, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მოქმედებს 2009 წელს მიღებული დირექტივა, რომლის თანახმადაც, სავაჭრო დირექტორატი უფლებამოსილია, რომ ანტიდემპინგურ ფასებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებიც მისცეს. დავით ჯანდიერის თქმითვე, ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალიან ბევრ საქონელზე შეზღუდვები სწორედ ანტიდემპინგური კანონის მიხედვითაა დაწესებული.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დავით ჯანდიერმა განმარტა, ანტიდემპინგური რეგულაციები შესაძლებელია, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, საგადასახადო კოდექსში იყოს მიმობნეული, თუმცა მისივე თქმით, ანტიდემპინგური კანონდებლობის ერთიანი კონსოლიდირებული დოკუმენტიც უნდა არსებობდეს.

„საქართველოში ასეთი დოკუმენტის შექმნაზე 2015 წელს, მაშინდელი მთავრობის ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამ კანონის მიღება ვერ მოხერხდა,“ - დასძინა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა.

ყოფილმა დეპუტატმა, ეკონომისტმა თემურ მაისურაძემ კი გადაცემაში განმარტა, რომ დემპინგური ფასებით შემოსულ ძალიან ძლიერი კომპანიას ადგილობრივი პატარ-პატარა ან მსხვილი კომპანიები, რომელთაც ტექნოლოგიურ დონეზე, წარმოება უჭირთ, გარკვეული დროის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან და ფასების შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ საბოლოოდ, საბაზრო სიტუაციას ძლიერი კომპანია იგებს და ადგილიბრივი კომპანიები კვდებიან.

„შემდეგ, როცა კონკურენტებს თავებს წააჭრის, უცხოური კომპანია ფასებს წევს და ნელ-ნელა იქამდე აჰყავს, რა ფასადაც ამა თუ იმ პროდუქციას თავის ქვეყანაში ყიდის. ზოგიერთი ქვეყანა თავის კომპანიებს ხელს უწყობს კიდეც, რომ პროდუქცია ექსპორტზე დემპინგური ფასით გაიტანოს, რადგან სხვა ქვეყნების ბაზრები აითვისოს. იმ კონკრეტულ მომენტში, როცა დემპინგური ფასია, მომხმარებელი მოგებულია, მაგრამ მერე, როცა კონკურენტი აღარ არსებობს, ფასები ძალიან იზრდება და მხოლოდ მომხმარებელი კი არა, რეალურად, ქვეყნის ეკონომიკა აგებს, რადგან კონკურენციას შიგნიდან ვერ უწევს, ანუ გადამხდელები და დამსაქმებლები არ გყვავს და მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ პატარ-პატარა კომპანიებით მსხვილ უცხოურ კომპანიებს რეალიზაციის კუთხით მოვემსახუროთ. შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც იკარგება და წარმოებაც კვდება,“ - აღნიშნა თემურ მაისურაძემ და ნათქვამის საილუსტრაციოდ კვერცხისა და ხორცის წარმოება მოიყვანა: „ამას წინათ, თურქმა სტუმარმა, რომელმაც გაიგო, რომ საქართველოში იგივე ქათმის ხორცი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, გაოცებულმა მკითხა, კი, მაგრამ იმდენი წარმოება არ შეგიძლიათ, რომ ხორცი საზღვარგარეთიდან არ შემოიტანოთო? მოკლედ, თურქისთვის ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველომ თავისითვის საკმარისი ქათმის ხორცი ვერ აწარმოოს.“

მეფრინველეთა ასოციაციის წარმომადგენლემა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ თურქული კვერცხი ჩვენს ბაზარზე ისე იყიდებოდა, როგორც ქართული, რაც კლასიკური დემპინგი იყო.

„მთავრობაში კომპიუტერები ხომ აქვთ, შევიდნენ ინტერნეტში და ნახონ, რომ იგივე ბელორუსიდან კვერცხი საკმაოდ საეჭვო ფასად შემოდის. არადა, ბელორუსის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადება დევს, რომ არასწორად დაგეგმილი წარმოების გამო, ბელორუსს კვერცის ჭარბი წარმოება აქვს და ამიტომ იძულებულია, ყაზახეთსა და საქართველოში კვერცხის ექსპერტი თვითღირებულებაზე დაბალი ფასით მოახდინოს. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა? ხუთი წელია, ამ თემაზე ვლაპარაკობთ, პარლამენტში სამი კომიტეტიც შევკრიბეთ, ვითომ რაღაც გადაწყვეტილებაც მივიღეთ, მაგრამ ეს პოლიტიკური ნება მხოლოდ ფურცელზე დარჩა, რომელსაც მტვერი ედება,“ - დასძინა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

პოლიტიკურ ნებაზე აქცენტი „მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბექა გონაშვილმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა: „მეცხვარეობაში დემპინგის პრობლემა გასული სამი წლის განმავლობაში გქვონდა, რაც საბუთების მაქინაციებითა და საბაჟო რეჟიმით იყო გამოწვეული. ეს პრობლემა ზევით მივიტანეთ და პრემიერის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისა და სოფლის მეურნეობის დღევანდელი მინისტრის, ლევან დავითაშვილის ჩარევით, ის ხვრელები, რომელსაც ვიღაცები იყენებდნენ, ანუ კანონს სხვანაირად კითხულობდნენ, აილაგმა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. საერთოდ, ყოველთვის და ყველაგნ ნებაა საჭირო. ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის პრობლემა, რაც მეცხვარეობაში სამი წლის წინ გვქონდა, აღარ გვიდგას და ამაში ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ ბაზრები გაიხსნა.“

ბექა გონაშვილის თქმითვე, ბოლო დროს მსხვილფეხა პირუტყვის და ასევე, ღორის ხორცის გაძვირება იმან გამოიწვია, რომ ერაყელები ჩვენგან ახალგაზრდა საქონელს ჭარბი რაოდენობით ყიდულობენ. „მე, როგორც მეწარმეს, რომელსაც საქონელი მყავს, მიხარია, რომ ფასმა მოიმატა, მაგრამ მეორე საკითხია მსყიდეველობითუნარიანობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, თუ რამდენად შეძლებს ხალხი ყიდვას. ამასობაში, როცა ადგილობრივი ხორცის ფასი გაიზარდა, იმპორტზე შემოსვლა იმ საქონელმა დაიწყო, რომელიც გაცილებით იაფფასიანია, მხედველობაშ მაქვს გაყინული ხორცი. ხორცპროდუქტების ნებისმიერ მწარმოებელს საქართველოში წარმოებულ ღორის ხორცი 6 ან 7 ლარად რომ შესთავაზოთ, არ აიღებს, რადგან იმპორტულ გაყინულ ხორცს, დაახლოებით, 5 ლარად ყიდულობს და ეს ფასი დღგ-საც შეიცავს. ყველაფერი ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლების ან ვინმეს კი არა, იმ მდგომარეობის ბრალია, რა მდგომარეობაშიც სოფლის მეურნეობა, იგივე მეცხოველეობა იმყოფება. თუ გვინდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ და რაღაც უფრო დაბალ ფასად ვაწარმოოთ, ამაში სოფლის მეურნეობისა თუ სხვა დარგობრივი სამინისტროები უნდა ჩაერთონ,“ - განაცხადა ბექა გონაშილმა „პრიორიტეტის“ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42