წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იმ უნარ-ჩვევების ათვისებას ისახავდა მიზნად, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში ეხმარება. სწავლებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების მომდევნო ეტაპი სექტემბერში ჩატარდება.
რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ, გერმანულმა მხარემ ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა.
2016 წელს კი გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები






