საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევებზე შეფასებებს აკეთებენ მინისტრთა კაბინეტში. ისინი უნდობლობას უცხადებენ კვლევის შედეგებს და ამის დასტურად წინა კვლევის მაგალითები მოჰყავთ:
„მზად ვარ ძალიან სერიოზული კომენტარები გავაკეთო ნებისმიერ კვლევაზე, ვისი კვლევის შედეგებიც რეალურ შედეგს 20 პროცენტზე მეტად არ ასცდება ერთხელ მაინც, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე გვაქვს 20 %-იანი ცდომილება, ორი კვირის წინ ჩატარებულ კვლევასა და ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის, ნამდვილად ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარების გაკეთება. ყველა გვეუბნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ იგებდა, მაგრამ იგებდა ორი ან ერთი ხმით, გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ასეთივე მხარდაჭერა გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარე წელს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






