დალია გრიბაუსკაიტე საერთაშორისო ფორმატებზე საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას წარადგენს
პოლიტიკა - 12:21, 31 Mar, 2017     1055
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფოებრივ პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო ფორმატებზე, რომლებსაც საქართველო ვერ დაესწრება, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე წარადგენს.

აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს წასწევს წინ.

„საქართველოს ევროპული და ვეროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და დღეს ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ დალიასთან, რომ ფორმატებში და იმ ფორუმებში, სადაც საქართველო არ ან ვერ იქნება წარმოდგენილი ლიტვის პრეზიდენტი ილაპარაკებს პირადად ჩემი სახელით და დააფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მე მაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველა ფორმატში და ყველა ფორუმზე'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიტვას და მის პრეზიდენტს პიროვნულად ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული და დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42