ირაკლი კობახიძე მოსახლეობას საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებიდან 26 წლისთავს ულოცავს
პოლიტიკა - 12:10, 31 Mar, 2017     2562
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარებიდან 26 წლისთავს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს თარიღი უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

"ზუსტად 26 წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ უპასუხა კითხვას, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას ჩაუყარა საფუძველი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?“ 1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე დასმულ ამ შეკითხვის პასუხად, საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის 98 %-მა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 26 წლის წინ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ მიუხედავად ყველანაირი წინაღობისა და უამრავი განსაცდელისა, არ დათმობს დამოუკიდებლობას და არ დაუშვებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შებღალვას.

ეს თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ 26 წლის წინ რეფერენდუმზე მისულმა მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი შექმნა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მტკიცე ნებაა.

საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მიიღო. ზვიად გამსახურდია დღეს 78 წლის გახდებოდა.

ჩემო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა და სირთულისა, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა ისევ იქნება მთლიანი და გააგრძელებს სვლას განვითარებისა და კეთილდღეობისკენ"- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42