საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოსთვის სწორი პროპაგანდის წარმოებაში განსაკუთებით მედიის როლი გამოყო და აღნიშნა, რომ კონტრპროპაგანდით არის დღეს დაკავებული ლიტვაც.
,,ისევე როგორც საქართველოში, ლიტვაშიც დაკავებული არიან კონტრპროპაგანდით იმ ორგანიზებულ შეტევასთან მიმართებაში, რომელიც ხორციელდება დამოუკიდებელი ერების მიმართ. ლიტველებიც და ქართველებიც ვართ მცირე ზომის, მაგარმ ამაყი ხალხი და ვეძებთ გზებს, როგორ დავიცვათ თავი ყველა ტიპის თავდასხმისგან.
მე და ქალბატნმა პრეზიდენტმა ვისაუბრეთ ამ საკითხებზე და შემიძლია გაგიმხილოთ მცირედი. თქვენ ვინც სვამთ ამ კითხვებს და ფორმულირებას უკეთებთ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებეს, ვინც აკონტროლებთ ხელისუფლებას, ვინც ინფორმაციის კონტროლს აკეთებთ და აწვდით საზოგადოებას, თქვენ მეოთხე ხელისუფლება, რომელიც რეალურად შედგა საქართველოში, არა მარტო როგორ მაკონტროლებელი, არამედ განმაპირობებელი, თქვენ ხართ გარანტორი საქართველოს, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა.
მედია არის ის ფაქტორი, რომელიც მუშაობს დირექტივების გარეშე, თვისი ემოციებით, ღირებულებებით და ეს მედია შედგა საქრთვლოში, ისევე როგორც ლიტვაში.
ქალბატონმა პრეზიდენტმა მითხრა, რომ ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი მისი არის თავისუფალი მედია, რომელიც ამას ახორიციელებს ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ჩარევის გარეშე.
ქართული მედია, რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რომელიც სწორ შეკითხვებს სვამს, რომელიც კრიტიკულ დებატებს ახორციელებს პოლიტიკოსებს შორის, არის ერთერთი გრანტორი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






