გიორგი მარგველაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი წარმატება ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკის გზაზე არის არაღიარების პოლიტიკა, რომელიც დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით იქნა მიღწეული
,,ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი საერთო წარმატება. არაღიარების პოლიტიკა უკევ წარმატებაა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანამ, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა მიაღწიეს იმას, რომ არაღიარების პოლიტიკა ფაქტია.
შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამის საპასუხოდ გადადგა რუსეთის ფედერაციამ. არაღიარების პოლიტიკის სრული კრახის ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ განიცადა, მათ გადაწყვიტეს განახორციელონ ანექსიური პოლიტიკა - ეს არის 2014 წლიდან დაწყებული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა სტრატეგიული ხელმოწერების გაფორმებაში ოუპრებულ ტერიოტიებზე არსებულ რეჟიმებთან და შემდეგ მთელი მასკარადი, რომელიც იქნა განხორციელებული. ეს არის მასკარადი, რადგან არავინ მსოფიოში არ აღიარებს ამ შეთანხმებებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ბალტიის ქვეყნების დამსახურებას და წვლილს საქართველოს საერთაშორისო არენაზე მიღწეულ წარმატებებში და აღნიშნა, რომ ის შეთანხმდა პრეზიდენტ გრიბაუსკაიტესთან, რომ საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი, სწორედ ლიტვის პრეზიდენტი გაახმოვანებს საქართველოს პოზიციას.
,,ჩვენ ვართ აქ არა მარტო იმისათვის, რომ ლიტველ ხალხს ვუთხრათ მადლობა მტკიცე მხარდაჭერისა და სულიერი მდგრადობისთვის, არამედ დავგეგმოთ მომავალი ნაბიჯები. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშავოთ ანტიანექსიური პოლიტიკა, რომელშიც თანამონაწილე უქნებიან ჩვენი პარტნირები. ერთ-ერთო ასეთია ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
მე მქონდა საუბარი ქალბატონ პრეზიდენტთან და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის წარმოდგენილი ყველა ფორმატში, ქალბატონი გრიბაუსკაიტე, ისაუბრებს ჩემი სახელით და დააფიქსირებს ამ პოზიციას, როგორც ევროპის, ასევე ატლანტიკური ალიანსის კონტექსტში, ჩვენ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად და ჩვენი ურთიერთობები ბალტიელ მოკავშირეებთან ერთად იქნება უფრო განმტკიცბული, რომ საქართველოს თემა არ იქნას მიჩუმათებული. ეს თემა იქნება წარმოჩენილი ყველაგან, სადაც ლიტვა იქნება წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






