„რამდენიმე დღეში კომისიის თითოეულ წევრს გაეგზავნება ის დოკუმენტი, რომელიც მომზადდება დისკუსიების პირველი და მეორე რაუნდის საფუძველზე, რომელიც გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და უფრო მეტიც, თვის ბოლომდე უკვე დამტკიცდება ეს დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად წარედგინება კომისიის მერ საქართველოს პარლამენტს. აქედან გამომდინარე, პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და უახლოეს დღეებში ყველას გვეცოდინება წინასწარი დოკუმენტის შინაარსი და თვის ბოლოს, აპრილის ბოლოს ყველას გვეცოდინება იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პარლამენტში შევა ინიციატივის სახით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ტენდენცია გამოკვეთილია.
„აქ საუბარია პროპორციულ სისტემაზე სამი მნიშვნელოვანი ასპექტით: ერთი არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, მეორე - ეს არის ბლოკური სისტემის გაუქმება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე - ძალიან მცირე ბონუსი, რომელიც თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ბოლო ოთხი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, გულისხმობს 3.1 %-ს. კიდევ ერთხელ, არსებითად, ეს სისტემა არის პროპორციული და ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან სამართლიანად და ძალიან სწორად გადანაწილდება მანდატები კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტში“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ კომისიის მიერ წარდგენილ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტებს შორის თვისობრივი ცვლილება არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






