საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნება მხოლოდ პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებს ენდობა, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევებზე საუბრისას გააკეთა:
„თავს შევიკავებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებზე კომენტარის გაკეთებისგან. იცით ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად კვლევების მიმართ, რომელიც კეთდება სხვა სუბიექტების მხრიდან. არჩევნების წინ ვამბობდით, რომ კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის საშუალებას, განსხვავებით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებისგან. სავარაუდოდ ჩავატარებთ კვლევას, რაც მოგვცემს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და შესაბამისად შედეგი მუნიციპალურ არჩევნებში იქნება მაღალი. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს ვუკვეთავთ კვლევებს, რომელთა მიმართ გვაქვს ნდობა. ეს კვლევები გვაძლევს არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას, განსხვავებით იმ კვლევებისგან რომლებიც სხვა სუბიექტებისგან იდება ხოლმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






