შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან - ჯანელიძემ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ინტენსიურ მილიტარიზაციაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 17:22, 30 Mar, 2017     1205
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს - ბორის ცილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებზე, აღინიშნა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ისე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ქართულმა მხარემ თანამომხსენებლებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვასა და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მხარეეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ინტენსიურ მილიტარიზაციასთან, სამხედრო წვრთნებთან და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან, ასევე სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42