საკონსტიტუციო ცვლილებების გავლენა ეკონომიკაზე - კობახიძე ბიზნესსექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 17:02, 30 Mar, 2017     1100
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციაში არის მთელი რიგი ნორმები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ურთიერთობების შინაარსზე, რომელიც ეკონომიკურ სფეროში ყალიბდება. ,,აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეული ეს რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციაში შეიძლება გადაიხედოს, განვიხილოთ თქვენთან ერთად“,- აღნიშნა კობახიძემ შეხვედრისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ბიზნესსექტორის მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის რიგი ნორმების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი კონსტიტუციური მოდელი საქართველოში ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.

კობახიძის განმარტებით, ამოცანა დღეს არსებული საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერებაა. სისტემის საერთო მახასიათებლები ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს. მისივე თქმით, თითოეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციაში გადაიხედება, სწორედ ამ მიზნების მიღწევას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ პოზიტიურ პროცესებს, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, კავშირი აქვს ეკონომიკასთან.

„იმ პოზიტიურ ინიციატივებს, პოზიტიური ძვრებს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, აქვს კავშირი ეკონომიკასთან, შესაბამისად, ამ პროცესებს აქვს კავშირი საინვესტიციო გარემოსთან, ჩვენი ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ჩვენ ვთხოვეთ ბატონ ირაკლი კობახიძეს, ასეთ წრეში განგვეხილა ეს საკითხები, რაზეც ის დაგვთანხმდა. გვინდა, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, მაქსიმალურად ეფექტური და შედეგიანი. შეიძლება, ჩვენ ერთ ხედვამდე ვერ მივიდეთ, მაგრამ გვესმოდეს ერთმანეთის და ჩვენი ძირითადი მიზანი გამომდინარეობდეს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდიდან, რადგან ეს არის ძირითადი ამოცანა, რადგან სამუშაო ადგილები არის ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საერთოდ, ინვესტიციები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42