პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა და მომხრეა მაქსიმალური ღიაობისა და დისკუსიის:
„ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ პრეზიდენტი მზად არის ნებისმიერი ფორმატისთვის, ჩვენ მომხრე ვართ მაქსიმალური ღიაობის, გახსნილობის, დისკუსიის, მაგრამ ბუნებრივია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი, ეს ფორმატი ალბათ ისე ჩატარდება. პრეზიდენტი ალბათ ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, მტკივნეული, სახელმწიფოებრივად არსებითი მნიშვნელობის მქონე."- განაცხადა ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაზე დასწრებას აპირებს გიორგი კვირიკაშვილი. ფიქრია ჩიხრაძე დადებითად აფასებს პრემიერის და პრეზიდენტს შორის არსებულ განწყობას, მისი თქმით კვირიკაშვილი ინსტიტუციურ კინკლაობაში ჩართული არაა.
"პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს არასოდეს არ ჰქონია განწყობა, რომ ის რაიმე ტიპის ინსტიტუციურ კინკლაობაში ჩართულიყო, ეს ძალიან კარგია და ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ პროცედურებს პატივი ვცეთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.“- აღნიშნაა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






