"ხელისუფლება დემპინგურ ფასებს უნდა ებრძოლოს" - ანდრია გვიდიანი
პოლიტიკა - 17:03, 30 Mar, 2017     1390
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც „ფილიპ მორიის“ „თბილისის თამბაქო“-სთვის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ანდრია გვიდიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„მსგავსი პოლიტიკური განცხადებები სასამართლოსთან მიმართებაში აბსოლუტურად მიუღებელია. სასამართლო ხელისუფლება არის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რგოლი, აქედან გამომიდნარე მიუღებელია ნებისმიერი ჩარევა მის გადაწყვეტილებებში, თუნდაც განცხადებების დონეზე. რაც შეეხება თავად საქმეს, მე მოვისმინე „თბილისის თამბაქოს“ წარმომადგენლის მხრიდან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი წარმოება იზღუდება იმპორტიორების დემპინგური ფასების გამო, შესაბამისად, რასაკვირველია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმუმადე იყოს დაყვანილი დემპინგის მოქმედება, რასაც იმპორტიორები მიმართავენ. მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯარიმასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მისაღებია და ეს იქნება იმის საფუძველი, რომ ადგილობრივ წარმოებას შეეწყოს ხელი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება“,- განაცხადა გვიდიანმა.

დღეს, „თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებმა ორი საპროტესტო აქცაი გამართეს, სადაც ისინი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საქმე ეხება „ფილიპ მორისსა“ და „თბილისის თამბაქოს“ სასამართლო პროცესს, სადაც პირველმა ინსტანციამ „ფილიპ მორისს“ „თბილისის თამბაქოსთვის“ ჯარიმის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებები მოჰყვა, რომელმაც სასამართლო არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში და კორუფციაში პირდაპირ დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42