"ცალსახად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - ლიტვის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:57, 30 Mar, 2017     1432
საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ლიტვის პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ საქართველოს მეგობრების, მათ შორის, ლიტველების წყალობით და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან სასიხარულოა ლიტველებისათვის.

დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ქართველები, ლიტველები, ბალტიისპირეთის ქვეყნები - მომავალ წელს ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

“1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო აღმოჩენილი, აგრეთვე ეს ისტორიული დოკუმენტი საკუთარი მნიშვნელობით და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავუკავშირდით ქალბატონ მერკელის ოფისს და დავიწყეთ იმის გამოძიება, თუ რამდენად შეიძლება ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა გერმანიაშია, გადმოვიტანოთ ლიტვაში”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ლიტვა, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირში. ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება უკვე სრულად ამოქმედდა.

როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ წახალისებული იყო რეფორმებით, რომელიც განხორციელდა საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ უნდა გაკეთდეს;

“აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში; აგრეთვე, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, შეგვიძლია მოგცეთ რჩევები'', - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისი განცხადებით, ლიტვას აწუხებს მედიის თავისუფლების საკითხი და ევროპა ძალიან ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სააქართველოში.

“სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ლიტვა მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ყველამ მიიღოს საერთო გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, როგორც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება.

“ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვრებზე - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში; ვხედავთ, რომ ეს არის ღია ანექსია, რომელიც დაიწყო და კვლავ გრძელდება და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ პროცესს.

ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; კარგად ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენც გავიარეთ ეს პერიოდი, რუსეთის აგრესიული ქმედებები ჩვენს საზღვართან და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია გაიგოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

ლიტვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან და ლიტვა ყოველთვის იქნება სწორედ ის სახლმწიფო, რომელიც დაეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში - მოხდეს თქვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში და გახდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი.

გიორგი მარგველაშვილის და ლიტვის პრეზიდენტის ერთობლივ პრესკონფერეციაზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებით დაინტერესდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42