პრემიერ-მინისტრი სოდიკ საფაევს შეხვდა
პოლიტიკა - 16:25, 30 Mar, 2017     1061
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უზბეკეთის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა. სოდიკ საფაევმა გიორგი კვირიკაშვილს ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება მიულოცა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე და იმ დადებით შედეგებზე, რასაც პროექტი მასში ჩართულ ქვეყნებს მოუტანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის დელეგაციის წევრებს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო. საუბარი შეეხო დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა და სოდიკ საფაევმა კმაყოფილებით აღნიშნეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42