გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს საულიუს სკვერნელისის შეხვდა
პოლიტიკა - 16:14, 30 Mar, 2017     952
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს საულიუს სკვერნელისის შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება - განვითარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.

“ლიტვაში, ჩემი პირველი ვიზიტიდან სამი წელი გავიდა და დღეს მე კვლავაც ლიტვაში ვიმყოფები, რათა მეგობარ სახელმწიფოში, მეგობარ ხალხთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიზეიმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის კეთების მიმართულებით ერთერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე სახელმწიფო დაინტერესებულია ლიტვური ინვესტიციების მოზიდვით და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებით. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ლიტვას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. ლიტვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 150 ქართველი სწავლობს, რაც ძალიან კარგი საფუძველია საგანმანათლებლო პროექტების უფრო განვითარების თვალსაზრისით.
აღინიშნა, ასოცირების დღის წესრიგის დადებითი გავლენა ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ევროკავშირთან ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლებით.
ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ახალი პროდუქცია გავიდა, მათ შორის კივი და პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი - თაფლი.

მხარეებმა გაერთიანებული სარკინიგზო პროექტის "ვიკინგები" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც საქართველო 2015 წელს შეუერთდა და რომელშიც 2016 წელს აზერბაიჯანის ჩართვამ აბრეშუმის გზის რკინიგზასთან დაკავშირების საშუალება მისცა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42