რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 28-29 მარტს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ შეხვედრას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
დისკუსიას, ჩვულებისამებრ საქართველოს, რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
„კონსულტაციების უარყოფით პროლოგად პროპაგანდისტული დემარში გახდა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და გაეროს უშიშროების საბჭოში ქართული მხარის მიერ იყო ინიცირებული.
24 მარტს, თბილისმა ფაქტობრივად აიძულა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნები ხმა მიეცათ საკუთარი რეზოლუციის პროექტისთვის „საქართველოსთან თანამშრომლობა“, რომელსაც არავითარი საერთო ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთან.
თბილისის მთავარი მიზანია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული კუთვნილების საკითხის წამოჭრა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, რომლის კომპეტენციაშიც ეს საკითხი არ შედის. გასაკვირი არ არის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც თანამედროვე ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ რეალობას უარყოფს” - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ჟენევის დისკუსიების რაუნდის დაწყების დღეს ქართულმა მხარემ „ისარგებლა გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის დროებითი თავმჯდომარეობით და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსული ოკუპაციის“ საკითხის განხილვის ინიცირება მოახდინა, რამაც ჟენევის შეხვედრის ატმოსფერო კიდევ უფრო დაძაბა.”
„ აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის ფორმატის სულისკვეთებასა და მიზნებს, ძირს უთხრის მოლაპარაკებების კონცეფციას. სამწუხაროდ, ამ შეხვედრამაც დაადასტურა ოფიციალური თბილისის კონფრონტაციული განწყობა” - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
განცხადების თანახმად, ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება ისევ ვერ მოხერხდა, თუმცა, მხარეებმა ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები აღნიშნეს. უწყების თქმით, ერთობლივ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება.
"საქართველოს და ამერიკის დელეგდაცია აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილების დრამატიზებას შეეცადა, რომელიც ენგურის ხიდთან საგუშაგოების შემცირებას უკავშირდება. ამის საპასუხოდ, აფხაზეთის დელეგციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც ტრანსსასაზღვრო მიმოსვლისა და გალის რაიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯებესებას ეხება.
საქართველოს დელეგაცია, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ჰუმანიტარული ასპექტებით სპეკულირებასაც ცდილობდა. თავის მხრივ, ცხინვალის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთავაზებული წინადადება შეახსენა, თუნდაც მხოლოდ გაზაფხულზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მომუშავეთათვის, ქართულმა მხარემ ამაზე კიდევ ერთხელ განაცხადა უარი.
რუსეთის , აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას ნატოს სამხედრო „განვითარებით“, რისკენ ისწრაფის საქართველო. ასეთ ვითარებაში რუსეთი იტოვებს უფლებას, განაგრძოს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის ფორმულირებას საკუთარ მოკავშირეებთან" - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






