„საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა“ - ბერტ კოენდერსი
პოლიტიკა - 15:01, 30 Mar, 2017     1438
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტმა ბერტ კოენდერსმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძის მისალოცი წერილი გაუგზავნა. ბერტ კოენდერსი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლების განმავლობაში ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა და სავაჭრო მისიების ფარგლებში.

„ნიდერლანდები მხარს უჭერს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას და, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად განიხილავს“ - ნათქვამია წერილში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უკვე არსებული თანამშრომლობის შეფასებისა და მომავლის გეგმების დასახვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42