შინაგან საქმეთა სამინისტროს რიჰარდს კოზლოვსკისი ეწვია
პოლიტიკა - 14:44, 30 Mar, 2017     1006

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის შს მინისტრი, რიჰარდს კოზლოვსკისი ეწვია. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის შს მინისტრს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „სიმბოლურია, რომ თქვენი საქართველოში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის 28 მარტს, ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსნაციონალური დანაშაულისა და საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში საქართველოს შს სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს.

მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყნის შს სამინისტროებს თავის კომპეტენციაში შემავალ თითქმის ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება. საქართველო და ლატვია მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშიც, კერძოდ, ლატვიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდ დახმარებას უწევს.

ლატვიის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 მარტს გიორგი მღებრიშვილმა და რიჰარდს კოზლოვსკისმა ხელი მოაწერეს ოქმს სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მხარეებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა ლატვიელ კოლეგას უწყებაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები.

მხარეები საქართველოსა და ლატვიის შს სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42