"ღვთისნიერი არავინ არ არის, გაჭირვებული ადამიანების რომ ესმოდეს?"-ოზურგეთის დაბებში "პატრონს ეძებენ"
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტებით დასახლებული სულ სამი დაბაა; ნასაკირალი, ნარუჯა და ლაითური.
მრავალკომლიანი და მასიურად დასახლებული დაბების მოსახლეობა წლებია იმ პრობლემების გადაჭრას ელოდებიან, რომლის მოგვარებაზეც მათ უკვე ჩატარებული რამდენიმე არჩევნების წინ დაპირება არაერთხელ მიუღიათ.
მეზობელ თურქეთში მუშაობა და იქ სეზონურად გამომუშავებული თანხით ოჯახების რჩენა, შეწყვეტილი სოციალური დახმარება და ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებული ყოფა-სამივე დაბისთვის ერთნაირად დამახასიათებელია.
ლაითური. დაბა, რომელიც შვიდი დასახლებული რაიონისგან შედგება დაახლოებით 750 კომლს ითვლის, რომელთაგანაც დიდ ნაწილს 60-იან წლებში მაღაღმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები შეადგენენ.
იყო პერიოდი, როცა ყველაზე ინტერნაციონალურ დასახლებას თვალუწვდენელი ჩაის პლანტაციები და მეჩაიეობა მდიდარი არსებობის საშუალებას აძლევდა. ახლა კი, რეალობაში, აღარც გმირი მეჩაიეები არიან და აღარც ძველებურად შეძლებული მოსახლეობა.
"აქ დასაქმებული კაცი არ არსებობს. ოჯახებს როგორ ვინახავთ ესეც საკითხავია, ყოველდღე იმის შემყურე უნდა იყო კაცი, იქნებ ვინმეს მუშა ხელი დასჭირდეს და დაგვიძახოს, რომ ამით ერთი-ორი დღის საკვები მაინც შემოვიტანოთ ოჯახში. ადრე ლაითური მართლა სამაგალითი იყო, მდიდარი და შეძლებული მაცხოვრებლებით. დღეს რა დღეში ვართ ამის გაგება რთული არ უნდა იყოს. ნახეთ გზები რას დაემსგავსა, არავინ პატრონი არ გვყავს. მარტო ის გვიშველის, ვიდგეთ ქუჩაში და ერთმანეთს ვუზიარებდეთ ჩვენს საწუხარს? კაცი არ მოდის და არ გვეკითხება რა გიჭირთ ან რითი არსებობთო" "გვესმის, რომ დასაქმების პრობლემა ასე უცებ არ მოიხსნება, მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლება გვკითხონ, ახლა თუ გიჭირთ რამეო? არჩევნებზე კი ვახსენდებით!
„ახალგაზრდა კაცი ვარ, შრომისუნარიანი და სამსახურს ვერსად ვერ ვპოულობ, მაინცდამაინც თურქეთში უნდა ვიარო, როგორმე ოჯახის შენახვა რომ შევძლო? სხვას უნდა ვემსახუროთ მონებივით? -გვეუბნებიან ლაითურის პირველ რაიონში ბირჟაზე შეკრებილი მამაკაცები.
დაბაში ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ, მტკივნეულად აღიქვამენ, როცა სოფლის მაცხოვრებელი შრომისუნარიანი მამაკაცების უმრავლესობა ოჯახების გამოსაკვებად შავ მუშა ხელად თურქეთში გადადის და სეზონურად მუშაობენ. ისინი კი, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ, იმის იმედად არიან, იქნებ ვინმეს ადგილზე, შეშის დასაპობად ან ყანის გასათიბად მუშა ხელი დასჭირდეს.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მოხუცების სიმრავლით გამორჩეულ დასახლებაში, უმრავლეოსობას ერთი დიდი პრობლემა აერთიანებთ; მატერიალური სიდუხჭირე და ხელმოკლეობა. იქ დასახლებულთა დიდი ნაწილისთვის, შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა, ეს უკანასკნელიც იმ შემთხვევაში თუ გაუმართლათ და პროგრამაში მოხვდნენ. "მარტოხელა ქალი ვარ, ორ წელიწადში შვილი და მეუღლე ორივე გამომეცალა ხელიდან. დახმარებას რამდენიმე თვე ვიღებდი, მერე მომიხსნეს. გამგებელმა დამაწერინა განცხადება და ახლა მისი პასუხის მოლოდინში ვარ." "ჩემისთანა გაჭირვებულ ადამიანს, რომ დახმარება არ ექნება აბა ვის უნდა მისცენ. 32 წლის ინვალიდი შვილი მყავს. ამას პატრონობა არ უნდა? რითი უნდა გამოვკვებო. ნუთუ მართლა არავინ არსებობს ღვთისნიერი, რომ გაჭირვებული ადამიანების ესმოდეს და მის დახმარებას ცდილობდეს?" "200 ლარზე ნაკლები შემოსავალი ვისაც ექნება ყოველთვიურად იმათ მივცემთ ამ დახმარებასო, 20 ლარი არ შემოდის ჩემს ოჯახში და მაინც ვერ მოვხვდი ამ პროგრამაში. არც პენსიონერი ვარ და არც ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობს, თავი რითი უნდა გავიტანოთ?
ამოვლენ ამ დანგრეულ ოთახებს შეამოწმებენ და იმხელა ქულებს დაწერენ, ხან მიკვირს იქნებ მართლა ასე კარგად ვარ და ვერ ვიგებ მეთქი. ეს სირცხვილი არ არის?
-"განაწყენებას ვერ ფარავენ ვერც სოციალური აგენტების და ვერც სოფლის თავკაცების მისამართით, როცა ვალდებულებებს და აუცილებლობასაც, მოსახლეობა აქტიურად ჩართონ ადგილობრივი პრობლემების დასახვასა და გამოსავლის გზების ძიებაში და განსაკუთრებით შეჭირვებულების მისამართით ცოტაოდენი ყურადღება მაინც გამოიჩინონ, თავს არიდებენ.
დაბა ნასაკირალი, 5 დასახლებულ რაიონში 750 კომლს და დაახლოებით 1800-მდე მაცხოვრებელს ითვლის, რომლის უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს და მრავალშვილიან ოჯახებს წარმოადგენენ.
ერთ დროს ჩაის ყველაზე მდიდარი საბჭოთა მეურნეობიდან დღეს მხოლოდ ნანგრევები და იმ წარსულის აჩრდილებიღა შემორჩა, რომლითაც ნასაკირალი მაშინ გურიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ დაბად ითვლებოდა.
ჩაი და ციტრუსი მრავალრიცხოვან და ეთნიკურად მდიდარ დასახლებას მაშინ გამართულ და ყველა საჭირო პირობებით ცხოვრების საშუალებას აძლევდა.
დღეს უკვე უახლოესი წარსულიდან აქ გამართული მხოლოდ ბაღი და სოფლის ამბულატორია შემორჩა. სერიოზული პრობლემები აქვს სკოლას, რომლის შენობაც რეაბილიტაციას სასწრაფოდ საჭიროებს.
უმუშევრობითა და მომრავლებული პრობლემებით გადაღლილი მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებსა და მატერიალურ სიდუხჭირეს მხოლოდ მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში აღებული თანხებით უმკლავდებიან:
"როცა თურქეტში მუშაობის სეზონია, აქ კაცს ვეღარ იპოვი. არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ერთი ან ორი კაცი მაინც წასული არ იყოს. ადგილზე მარტო ქალები, ბავშვები და მოხუცები ვრჩებით. ვისაც მუშაობა შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს გადადის თურქეთში. რა ქნან, ოჯახები რითი არჩინონ? არის აქ რამე სამუშაო რომ დასაქმდნენ? არ არის"!
`როცა სოციალური სააგენტოდან მოვიდნენ, მკითხეს ვინ გეხმარებათო, ვინ უნდა მეხმარებოდეს, მე თვითონ გავდივარ თურქეთში და ისე ვარჩენ ოჯახს, აბა ბავშვებს შიმშილით ხომ არ დავხოცავ? იმდენი ქულა მომანიჭეს, ეს რომ ვუთხარი ჩემი თავი ვიღაც მდიდარი მეგონა.
გვიანი გაზაფხულიდან დაახლოებით 4 თვის განმავლობაში დაბაში მხოლოდ ქალები, მოხუცები და ბავშვები რჩებიან. შრომისუნარიანი მამაკაცების 90% კი თხილისა და ჩაის საკრეფად თურქეთში, იმ იძულებით გადის, რომ უკან დაბრუნებულმა ოჯახს პროდუქტის სანაცვლოდ მაღაზიაში აღებული ვალები დაუფაროს: `შავ მუშა ხელს იქ ნორმალურად უხდიან, თუ არ უხდიან, გამოუვალი მდგომარეობაა და სხვა რა უნდა ვქნათ? იძულების წესით ვმუშაობთ, აბა აქ რომ რამე სამუშაო იყოს იქ კაცი წავა? დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვერც ჩამოჯდები ისეთ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.
და არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პრობლემა, მძიმე სოციალური ფონს და დუხჭირ ყოფას, ის საცხოვრებლად უვარგისი პირობები ემატება, რაც საერთო ბინებში მაცხოვრებელ ოჯახებს აწუხებთ. ავარიული სახურავები და ჭერიდან ჩამომდინარე წყლით დაზიანებული იატაკები, რომელსაც ამორტიზირებული სველი წერტილები ემატება.
მოუწესრიგებელ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე წლებია ცხოვრობს და დახმარებასაც ამაოდ ითხოვს.
ნარუჯა. თუ ადრე ნარუჯელების უმრავლესობა ადგილზე, მეურნეობაში არსებულ ჩაის ფაბრიკაში გამომუშავებული თანხებით უპრობლემოდ არჩენდნენ ოჯახებს, დღეს უკვე სამუშაოს მეზობელ თურქეთში ეძებენ და სეზონურად აღებული მიზერული თანხებით თავის გატანას ძვლივსღა ახერხებენ. სწორედ ამიტომაც, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას ყოვედღიური საზრდოს შოვნა და იმ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა წარმოადგენს, სასიცოცხლო მნიშვნელობას რომ ატარებს.
მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამორჩეულ დასახლებაში გარდა უმუშევრობისა და უსახსრობით დაგროვილი და მომრავლებული ყოველდღიური ყოფითი პრობლემებისა, ნარუჯაში მრავლადაა ისეთი უბნებიც, სადაც მოსახლეობა მიწის ნაკვეთების სიმცირეს განიცდის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანას ვერ ახერხებს. სერიოზულ პრობლემად აქვთ ქცეული ისიც, რომ შეჭირვებული მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის პროგრამის მიღმაა დარჩენილი, ეს კი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე მყოფ ოჯახებს განსაკუთრებით უმძიმებს ყოფას: `სახლში ხუთი სული ვცხოვრობთ. მიწაც არ გვაქვს, რომ დავამუშავოთ და რამე მოვიყვანოთ. სამი შვილი მყავს და სკოლაში მხოლოდ ერთი დადის. ისიც იმიტომ, რომ მეზობლის ახლობელის ბავშვი მისი ტოლია და იმის გამონაცვალებს უგზავნიან. დანარჩენებს არც ფეხსაცმელი აქვთ და არც ჩასაცმელი. წიგნებზე და რვეულებზე სადაა ლაპარაკი. მეუღლე ზის სახლში უმუშევარი. დახმარებას 6 თვე ვიღებდით და მერე მოგვიხსნეს.
სახლში წყალი ჩამომდის და ნახევრად სველ საწოლში მიწევს ღამის გათევა. ნუთუ ამქვეყნად ადამიანი არ არსებობს, სხვისი გასაჭირი რომ გულთან ახლოს მიქონდეს?~ `ონკოლოგი ავადმყოფი შვილი მყავს, ყოველთვიურად იმხელა თანხა სჭირდება, რომ მკურნალობა ჩაუტარდეს. ვითხოვე, იქნებ დახმარება მომცეთ შვილი არ დამეღუპოს უსახსრობით მეთქი, რა ვქნა მითხარით, მოვკლა საკუთარი შვილი იმის გამო, რომ საშუალება არ მაქვს წამლების ყიდვის?~
`პატარა რომ შემეძინა დახმარება მაშინვე მომიხსნეს. გეკითხებით, ბავშვის დაბადებასთან ერთად პრობლემები იმატებს თუ იკლებს? მკითხა ვინმემ, ამ ბავშვს რა უნდა აჭამო და რითი უნდა არჩინოო? ეს სოცილაური დახმარება საერთოდ ვისთვისაა ეს მაინც გვითხრან. ამ დასახლებაში ყველა ერთმანეთზე უარეს დღეში ვართ და ვერც ერთი ვერ ვიღებთ დახმარებას. სამარცხვინოა ადამიანებს რომ ამათხვრებენ და იმასაც ახვეწებენ~-საერთო პრობლემაზე ასეთ კომენტარებს აკეთებენ ნარუჯის მეცხრე რაიონის მცხოვრებლები.
როგორც ნარუჯელები ამბობენ, აღარც ახსოვთ ბოლო დროს სასიკეთო საერთოდ გაკეთდა თუ არა რამე სოფელში. ერთი კია, რომ შევარდნაძის დროისგან განსხვავებით, ახლანდელი ხელისუფლების წარმატებად მუდმივად მიწოდებულ ელექტროენერგიას და დროულად მიღებულ პენსიას თვლიან. უყურადღებობის გამო კი, ადგილობრივი პირველი პირების მისამართით წყენას არ ფარავენ, როცა საკუთარი მოსახლეობისთვის არსებულ მძიმე მდგომარეობის შეცვლა პრიორიტეტად არ მიაჩნიათ და მათი მთავარი საზრუნავი ახალგაზრდების ადგილზე დასაქმებასა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე არ არის ორიენტირებული: „ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა თურქეთშია გადახვეწილი. ჩემი ბიჭიც იქ არის. სანამ ის ჩამოვა მანამადე ვიღებთ მაღაზიაში ნისიებს, მერე ჩამოიტანს რაღაც ორ კაპიკს და ვიხდით ვალებს~.
`ორი ბიჭი მყავს, ორივე შრომისუნარიანი და ჯანმრთელია. აქ სამუშაო რომ ვერ იპოვეს გადაიხვეწენ თურქეთში. სირცხვილი არ არის, ჩვენი ქართველები იქ რომ გადადიან სამუშაოდ? ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხი მარტო არჩევნების დროს ახსენდება, რომ მათი მომავალი უზრუნველყონ მაღალი ხელფასებით და კარგი სამსახურებით. ნუთუ არ შეიძლება ადგილზე გამოიძებნოს რამე სამსახურები და ეს ბიჭები აქ დაასაქმონ? ამაზე არავინ არ უნდა დაფიქრდეს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ადამიანური ყოფა გვჭირდება.~_გულისტკივილს არ ფარავენ ნარუჯელები ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა