თბილისის მერია გარემოვაჭრეების მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობას განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 14:15, 30 Mar, 2017     2206
თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გამართა.

,,გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია, შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება რეაგირება - თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, აღკვეთს თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის, ან შეჩერების საფუძველი.

ამასთან, შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნათელი ხდება, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს. ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევასა და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის თბილისის ქუჩებში განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42