გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
პოლიტიკა - 13:56, 30 Mar, 2017     1144
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

"საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრისას, რომელიც ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართა.

საქართველო - ლიტვის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა - საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიაში.

შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42