ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 13:54, 30 Mar, 2017     1186
საქართველოში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.

„ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“ ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის დელეგაციამ დადებითად თითქმის ყველა საკითხი შეაფასა. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისიის დელეგაცია, სავარაუდოდ, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ წარმოადგენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნა.

„მოხდა იმ პროექტის დეტალური განხილვა, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ამ შეხვედრების მერე, რომელსაც გამართავენ დღის განმავლობაში ალბათ, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან პოზიტიური შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული. არასწორად იყო მათთვის მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით და ჩვენ გავნუმარტეთ და ვაჩვენეთ, როგორ ხდება რეგულირება და სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც არსებობდა. ასევე, ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებული ცვლილებები და თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც კითხვა დაისვა. არ გამოუხატავთ არანაირი შენიშვნა და წუხილი არჩევის წესთან დაკავშირებით“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია,რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს, საქართველოს 30 მარტს ეწვია. დღესვე,დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართავს.

კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42