ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილს შექმნის მომავალში - კეკენაძე
პოლიტიკა - 13:18, 30 Mar, 2017     2678
,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ,,ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ინსტიტუტების ნგრევასა და ძალაუფლების სრულად საკუთარ ხელში კონცენტრირებაში ადანაშაულებს. პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით ,,ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტის შემდეგ ჯერ კიდევ ჩანასახში არსებულ თვითმმართველობის ინსტიტუტს უტევს.


თამარ კეკენაძე ცინიზმს უწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტს, რომლის მიხედვით გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, არსებითად არ შეცვლილა და მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები.

,,რა თქმა უნდა არ არსებობს არანაირი ნდობა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება დღეს თვითმმართველობებს მართავს სუსის მეშვეობით და ყველა ადგილობირივი საკადრო თუ სხვა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სუსის ნებართვით. ბიუჯეტი ვეღარ წვდება წლების განმავლობაში გაბერილ შტატებს. ადგილობრივებმა იციან, რომ თვითმმართველ ორგანოებში ადამიანები ინიშნებიან არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

როგორც ჩანს თვითმმართველობის არჩევნების წინ ,,ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი/გამგებელი დამატებით თავის ტკივილის შეუქმნით მომავალში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც მოსახლეობა უფრო და უფრო იმედგაცრუებულია მორიგი ტყუილი დაპირებებით და ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევენების შემდეგ საგრძნობლად დაეცა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფულება ზრუნავდეს, როგორმე დააჩქაროს თვითმართველობის რეფორმა, მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია, ხელი შეუწყოს ადგილებზე ანგარიშვალდებულების გაზრდას და დემოკრატიული მმართველობის სტანდარტის შექმნას, ,,ქართული ოცნება“ აპირებს დაანგრიოს ჯერ კიდევ ჩანასახში არსებული თვითმმართველობის სისტემა და უკვე მერამდენეჯერ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და სწრაფი ეკონომიკური წინსვლისათვის, აუცილებელია მოხდეს რეალური დეცენტრალიზაცია: ,, უფრო მეტი შემოსავალი უნდა დავუტოვოთ თვითმმართველობებს, უნდა წახალისდეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობა, ხოლო თუ გვინდა თანხების დაზოგვა, უნდა გაუქმდეს გუბერნატორების ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულება ადგილზე“, განაცხადა თამარ კეკენაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42