ე.წ. მოსმენების კანონი - საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრებისთვის ემზადება
პოლიტიკა - 12:58, 30 Mar, 2017     1197
საპარლამენტო ოპოზიცია ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის გასაჩივრებას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ამოქმედებამდე როგორც საკონსტიტუციო, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეას გეგმავს.


„საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში ერთ შავი ლაქა დაემატა, რომელიც არის ტოტალური მოსმენის სისტემის დამკვიდრება, რომლის მთავარი მიზანია გააკონტროლოს საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ოპონენტები, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნებას და ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაღრმავებას. ეს არის არაკონსტიტუციური,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა და ქვეყანაში უკანონო მოსმენები დააკანონა.

„ამით პირველ რიგში არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან და ვაპირებთ, რომ ეს კანონი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა. ირმა ინაშვილი განმარტა, მათ არ დაუჭირეს მხარი კანონს.

დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება. 3 თვის განმავლობაში კი შეიქმნება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსი ამ პერიოდში შეიქმნება. განკარგულებას როგორც მის დანიშვნაზე, ისე მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერი გასცემს. სააგენტოს უფროსისი დანიშვნამდე მის კანდიდატურას, სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42