"დაუნიშნეთ დაცვა ფადი ასლის, მისივე შემოტანილი ქათმის ბარკალი არ გადაცდეს“ - "თბილისის თამბაქო" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:01, 30 Mar, 2017     10634
სს“თბილისის თამბაქო“ -ს პრეს სამსახური საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ კომენტარი გაკეთდა. ფადი ასლმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებებია მოსალოდნელი. სს“თბილისის თამბაქო“ -ს პრეს სამსახურის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად :

“სასამართლო დავების თემა, როგორც წესი, მაშინ გადააქვთ მედიაში, როცა სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და მოგების შანსი ნულია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი სტაჟიანი პროვოკატორია და კარგად იცის, რომ სასამართლო დავას პერესპექტივა არ აქვს და შესაბამისად, ხმაურიანი განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანითა და სასამართლოს დაშანტაჟებით ცდილობს ქართული წარმოების გასანადგურებლად საკუთარი და საკუთარი ორგანიზაციის წევრების საქმიანობა გადაფაროს.

იყო დრო, როცა მთავრობისა და ქვეყნის დაშანტაჟება მას კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამჯერად, აშკარად აცდა რეალობას და გარემოს აღქმაში როლები აერია. თვითონ მტაცებელი და ქართული წარმოების მნგრეველი აქეთ გვდებს ბრალს ძარცვაში და გვამკობს ეპითეტებით, რომელიც მისი და მისი მეგობრების ქმედებებებს ზედმიწევნით ესადაგება -რეკეტი, დანაშაულებრივი აზროვნება, ბინძურად თამაში, სხვის ხარჯზე უკანონოდ ფულის გაკეთება,კორუფცია, სხვისი რეპუტაციის შემლახავი მედია კამპანიების წარმოება და შანტაჟი.

ბატონი ასლი გვინდა დავამშვიდოთ, რადგან არ ვაპირებთ მისი მართლა ბინძური ხერხებით ვიხელმძღვანელოთ და რომც მოვინდომოთ, მაინც ვერ შევულახავთ იმას, რაც არ გააჩნია-რეპუტაციას. მისი ცილისმწამებლური და ჩვენი კომპანიის რეპუტაციის შემლახავი ქმედებები კი ნამდვილად გახდება სამართლებრივი რეაგირების საგანი. არც მათი დანაშაულებრივი საქმიანობა დარჩება დაფარული, ვინც დემპინგური ფასებით ცდილობას ეროვნული წარმოება გაანადგუროს და უკანონოდ ჯიბე გაისქელოს.

ფადი ასლისა და მისი ამფოსნებისგან განსხვავებით, ჩვენ ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ჩვენი სამუშაო ადგილებისა და უფლებების დასაცავად სამართლებრივ სივრცელი გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არათუ საქართველოში, არამედ ამ საქმეს მოვიგებთ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში. მით უფრო, რომ ოპონენტი კომპანიების მიმართ ასეთი უამრავი ფაქტი დამდგარა მსოფლიოში.

ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ საქმე გვაქვს სტაჟიან შანტაჟისთან, მივმართავთ ხელისუფლებას, დაუნიშნოს დაცვა ფადი ასლის, რათა მისი მხრიდან პროვოკაცია გამოირიცხოს. ბოლო- ბოლო შეიძლება, მისივე შემოტანილი ქათმის ბარკალი გადაცდეს და ჩვენ დაგვაბრალოს. არ გაგიკვირდება, მკადრებელია“-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42