ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს, რომელიც მმართველი გუნდის მიერა შემუშავებული "ოქროს შუალედს" უწოდებენ "ქართულ ოცნებაში".
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონი ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
„შეიძლება ოპონენტები დაობენ იმასთან დაკავშირებით რამდენად არის დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი იმდენად არის განსაზღვრული რამდენადაც ამას ითვალისწინებს საზოგადოების და ქვეყნის უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ განვითარების ამ ეტაპზე ის ზუსტად შეესაბამება გამოწვევების თვალსაზრისით და პრინციპში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით დღევანდელ ვითარებას,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება. 3 თვის განმავლობაში კი შეიქმნება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსი ამ პერიოდში შეიქმნება. განკარგულებას როგორც მის დანიშვნაზე, ისე მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერი გასცემს. სააგენტოს უფროსისი დანიშვნამდე მის კანდიდატურას, სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს.
მასალის გამოყენების პირობები






