დღეიდან ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდება. 3 თვის განმავლობაში კი შეიქმნება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. სააგენტოს უფროსი ამ პერიოდში შეიქმნება. განკარგულებას როგორც მის დანიშვნაზე, ისე მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერი გასცემს. სააგენტოს უფროსისი დანიშვნამდე მის კანდიდატურას, სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს.
„ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურას, რომელიც უპრეცედენტო დამოუკიდებლობის ხარისხით არის გამორჩეული, რა თქმა უდნა ეყოლება თავისი ხელმძღვანელი და ის იქნება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ადამიანის სამსახურში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ ოპოზიციაში:
„ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ბევრად ცუდი კანონი მიიღო და მოსახლეობა დღეს კვლავ არის საფრთხის წინაშე რომ ბევრ ადამიანს უსმენენ და პრაქტიკულად სახელმწიფო აპარატია ჩართული ამ საქმეში. ჩვენ დაგვრჩენია ის, რომ ვიზრუნოთ საკონსტიტუციო სასამართლოსი გასაჩივრებაზე და ევროსასამართლოში გასაჩივრებაზე,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
კანონის გასაჩივრების აუცილებლობაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც.
„ჩვენი მიზანი არის ერთ, რეალურად მივაღწიოთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს მყარი სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ ჩვენი მიყურადება და მოსმენა, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება არ ხორციელდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები






