,,რუსეთი პრაქტიკულად იზოლაციაში მოექცა და ეს ზეწოლა კიდევ უნდა გაძლიერდეს“ - ნიკა ვაშაკიძე
პოლიტიკა - 18:16, 29 Mar, 2017     2982
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებები დაგმეს. საკითხი უკრაინის წარმომადგენლების მიერ იქნა დაყენებული. აღნიშნულ თემას გამოხმაურებები მოჰყვა რუსეთის მხრიდან. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის პეტრ ილიჩის თქმით, რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის გადახედვას. ილიჩევის თქმით საქართველოს მცდელობებმა, რომ გაეროს ფორმატში მოხდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვა შესაძლოა ჟენევის ფორმატის დახურვა გამოიწვიოს.

შეფასებები გაკეთდა ქართული მხარის მიერ. საქართველოს მხრიდან საერთაშორისო პასიურობის ფონზე ამ პროცესს სწორს და სასარგებლოს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადილე, ახალი ერთობა საქართველოსთვის წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

როგორც ის ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, ამ ნაბიჯით იკვეთება, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქცევით სერიოზულადაა გაღიზიანებული. დიპლომატი აცხადებს, რომ ეს პროცესი რუსეთს დისკომფორტს უქმნის, რაც მათ ისტერიულ რეაქციაშიც გამოიხატა.

,,გაეროს უშიშროების საბჭოში გამართული პროცესი ძალიან კარგი, სწორი და სასარგებლოა. დიდი მადლობა ამისათვის უკრაინელებს. თუმცა, საბჭოს დანარჩენი წევრების ერთსულოვნება საქართველოს მხარდაჭერასა და რუსეთის საქციელის დაგმობაში ძალიან ნიშანდობლივია. მითუმეტეს, რომ ეს ხდება საქართველოს ზოგადად საგარეო-პოლიტიკური და, კერძოდ, ამ საკითხშიც გამოვლენილი პასიურობის ფონზე. როგორც სჩანს, მსოფლიო თანამეგობრობა სერიოზულადაა გაღიზიანებული რუსეთის ქცევით საერთაშორისო არენაზე.

რუსეთი ამჯერადაც საბჭოში პრაქტიკულად იზოლაციაში მოექცა და ეს, ბუნებრივია, მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ეს გამოიხატა თუნდაც იმ ისტერიულ რეაქციაში, რომელიც საბჭოს სხდომას და საბჭოს მნიშნელოვან წევრთა პრესკონფერენციებს მოყვა. თავის კომენტარში რუსეთის წარმომადგენელი გაეროში პრაქტიკულად ღია შანტაჟზე გადავიდა. საქართველოს და მის, როგორც მან თქვა, „მფარველებს“, ის ჟენევის ფორმატის დახურვით დაემუქრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ნებისმიერ ჯანსაღ მიდგომას რუსეთი საკითხის არასასურველ „პოლიტიზირებად“ ნათლავს და სიტუაციის შემდგომი არევით იმუქრება“ - აცხადებს ვაშაკიძე და დასძენ, რომ ზეწოლის პროცესი კიდევ უნდა გაძლიერდეს და უნდა მოხდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის სეპარატისტული რეჟიმების მიერ, რუსეთის ხელმძღვანელობით ჩადენილი დანშაულების მაქსიმალური გაცნობა და მხილება.

,,ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთზე ზეწოლა შესანელებელია. პირიქით, ის, რა თქმა უნდა გასაძლიერებელია. ამავე დროს, ვინაიდან რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად შეაფერხოს საკითხის პოლიტიკური მოწესრიგება და ამას ნეგატიური ტერმინით, „პოლიტიზაციით“ ნათლავს, აუცილებელია სიმართლისა და საქართველოს პოზიციების მაქსიმალური გაძლიერება საკითხის ჰუმანიტარული განზომილების კუთხით. ამ თვალსაზრისით საჭიროა სეპარატისტული რეჟიმების, მათ მიერ რუსეთის ხელმძღვანელობით ჩადენილი უმძმესი დანაშაულების მაქსიმალური მხილება და გაცნობა საერთაშორისო საზოგადოებისათვის და, რაც მთავარია, ყველასათვის იმის მკაფიოდ ჩვენება თუ როგორ ითელება ამ რეჟიმებისა და მათი მფარველის - რუსეთის მიერ ადამიანის ელემენტარული უფლებები. აქ აშკარად მოკლებული გვაქვს წლების მანძილზე ძალისხმევა და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც მეტად პრობლემურს გახდის რუსეთისთვის საკითხის ე.წ. „დეპოლიტიზაციას“ და მის მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში გადატანას - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42