ადგილზე შეკრებილეები ხანძრის შედეგად დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
ადვოკატის თქმით, მათ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი აქვთ შეტანილი, რომლებიც ასევე ხანძრის გამოძიებასა და პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენას და კანცელარიასთან კარვის გაშლისთვის ხელის შეშლას ეხებოდა, თუმცა რეაგირება საჩივრებზე ამ დრომდე არ ყოფილა.
მოგვიანებით მოვაჭრეებსა და ადვოკატებს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც დაჰპირდა, რომ მოკლე დროში დაიწყება ხანძრის გამოძიება და რეაგირება და ასევე მოვაჭრეების დაზარალებულად ცნობა.
„შეგნებულად ხდება გაჭიანურება, შეგნებულად ხდება დაზარალებულად არ ცნობა, ვინაიდან დაზარალებულად ცნობისთანავე უნდა მოხდეს პასუხისგებაში პიროვნებების მიცემა. ვინც ვალდებული იყო დაეცვა უსაფრთხოების წესები ხანძართან მიმართებაში. მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, ეს ადამიანები დაზარალებულად იქნენ ცნობილი და სასწრაფოდ იქნას დასჯილი ყველა ის პირი ვისაც წვლილი მიუძღვის ადამიანების ქონების განადგურებაში,“-განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომაეც იმყოფებოდა. ზაზა ხატიაშვილმა მთავარი პროკურორი გააკრიტიკა.
„ამ შენობაში ზის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროკურორი შოთაძე, რომელიც ემორჩილება სავარაუდო გენერალურ პროკურორს შუშის სასახლეში, ივანიშვილს.
ადამიანებმა, რომლებმაც 100 ათასობით ლარის ზარალი, დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ. სავარაუდოდ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მონაწილეობდა ამ გადაწვაში,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






