სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში - ომბუდსმენის რეკომენდაცია
პოლიტიკა - 14:08, 29 Mar, 2017     1217
საქართველოს სახალხო დამცველმა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა:

"2017 წლის 28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც ‘სტამბოლის კონვენციით’ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და ითხოვს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირებას.

წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც ხელს უშლის ქალებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა.

წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"- აღნიშნა ომბუდსმენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42