PS გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო ნარმანიას და მის ძმას ბოდიშს უხდის
პოლიტიკა - 10:31, 29 Mar, 2017     15512
PS თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მის ძმას, ირაკლი ნარმანიას და მათ ოჯახს გადაცემაში მათ შესახებ გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის.

ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც ასევე გადაცემა PS-ის წამყვანია, გადაცემის სახელით გააკეთა.

"კვირას, პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებზე, რომლებსაც დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, უწევს ან უწევდა იურიდიულ მომსახურებას. სიუჟეტი სამი კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან ორის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა.

"მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანია ჰქვია, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პირია და მას არანაირი კავშირი არა აქვს დავით ნარმანიასთან. ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმა სახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიის იდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია.

"თუმცა, მე არ ვცდილობ ახლა ამ შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არა აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, უფრო ღრმად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.

"ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდაუნებურად გამოგვივიდა. ამიტომ მე PS-ის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტს, ირაკლი ნარმანიას; ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას, ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავით ნარმანიასაც მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთ კომპანიას, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო - იქ ნამდვილად მერის ძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირების ნიშნები," - განაცხადა გაბუნიამ.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42