ლატვიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა
პოლიტიკა - 10:32, 29 Mar, 2017     1349
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ლატვიელი ხალხის მეგობრობას, და აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყნებს საერთო ღირებულებები აერთიანებს და ერთად მივისწრაფვით ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებისაკენ.

„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.

თქვენ ხართ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დიდ წარმატებას. ასეთი დამთხვევა სიმბოლური და კანონზომიერია.

ჩვენს ხალხებს მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ. მე არაერთხელ მიგრძვნია ლატვიელი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული საქართველოსადმი. დღეს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ყველა მიმართულებით წარმატებით ვითარდება.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ამ კავშირებს კიდევ მეტად გააღრმავებს. საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის რეგიონების თანამშრომლობის განვითარების საფუძველია. ჩვენ ერთობლივად ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც სიკეთის მომტანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისათვისაც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადღეგრძელოში.

ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა დადებითად იმოქმედებს ლატვიას და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გააღრმავებს კავშირებს რიგით მოქალაქეებს შორის და კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპასთან“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42