საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 20:13, 28 Mar, 2017     1060

ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის - ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ შედეგს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთი დასტურია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარების.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ევროპული არჩევანი კონკრეტული შედეგების მომტანია და რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42