,,ოტობაიაში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკა შემოდის“ - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში
პოლიტიკა - 18:28, 28 Mar, 2017     19307
,,ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია "ნიუპოსტს" სკანდალურ ინფორმაციას აწვდის.

ახალი ერთობა საქართველოსთვის წევრი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ოტობაიაში დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა და საჯარისო შენაერთების გადაადგილება შეინიშნება.

ოპოზიციის წარმომადგენელი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ ადგილობრივებთან საუბრისას რუსმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ "ისინი ყარაბაღში ომისთვის ემზადებიან".

დავითაია მოწოდებულ ინფორმაციაზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

"როგორც ჩემთვის, ადგილობრივი მოსახლეობისგან გახდა ცნობილი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოტობაიაში ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის რუსული სამხედრო ტექნიკა, საუბარია ტანკებზე, მოიერიშე საქვეითო მანქანებზე ე.წ ,,ბე ემ პე"-ების სრულ კომპლექტაციაზე და სამხედროებზე, რომლებიც ე.წ სამხედრო ქალაქებში, გალის ტერიტორიაზე გადანაწილდა.

ამხელა ჯარის კონცენტრაცია არ სჭირდება და არც ხდება საზღვართან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა გაესაუბრა ჯარის წარმომადგენლებს მათ თქვეს, რომ ისინი ყარაბაღში ომისთვის ემზადებიან და ამიტომ იყრიან ისინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში თავს.

გამოდის, რომ თუ ვიღაცა რაღაცას გეგმავს ყარაბაღში, ამხელა ტექნიკის თავმოყრის ერთადერთი გზა არის ის, რომ გაიაროს საქართველოს ტერიტორია და აღმოჩნდეს გიუმრის სამხედრო ბაზაზე. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისგან, თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაცია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სწრაფი რეაგირება მოახდინონ ამ მიმართულებით, დაინტერესდნენ ამ საკითხით, იმიტომ რომ თუ საკითხი დგას რუსული ტექნიკის გავლის საქართველოს ტერიტორიაზე გიუმრის სამხედრო ბაზაზე ეს სრული კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის, არ ვსაუბრობ რა ნაბიჯი მოჰყვება ამას აზერბაიჯანიდან. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის გადამოწმება. გაითვალისწინონ ის პროვოკაცია, რაც შეიძლება დაგეგმოს რუსეთმა"- განუცხადა "ნიუპოსტს" პაატა დავითაიამ.

,,ნიუპოსტი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სუს-ის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42