„გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს მიღებულ შესაძლებლობებს“ - საბერძნეთის პრემიერმინისტრი
პოლიტიკა - 15:51, 28 Mar, 2017     1098

“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს,” - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალექსის ციპრასს საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები.

მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია ბერძნული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი თბილისში, რაც ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42