"კარგი, ჰო, ვწვები, რამ გაგამხეცაო... "- ლომების ოჯახური ფოტოსესია თბილისის ზოოპარკში (ფოტოკოლაჟი)
სოც.მედია - 14:17, 28 Mar, 2017     5384
როგორ ემზადებოდა ლომების ოჯახი ფოტოსესიისთვის, ამის შესახებ სახალისო ისტორიას ფეისბუკზე თბილისის ზოოპარკი ავრცელებს:

"გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ზუსტად ერთნაირ პოზაში წამოკოტრიალებული სემუელისა და მისი ბოკვერის ფოტო რომ გაჩვენეთ? კარგი სურათი გამოვიდა. გადაღების პროცესიც მეტად საინტერესო იყო. ახლა გიამბობთ, რა მოხდა.

მოკლედ, სემისა და ბოკვერის გადაღება რომ დავიწყეთ, დედა ლომი, ქალბატონი კლეოპატრა იქვე, შორიახლოს ტრიალებდა. დაინახა თუ არა სემმა კამერა, თვითონ ხომ შეიფერა და გამოიჭიმა სასურათედ და ცოლსაც დაუძახა - მოდი, აქ დაჯექ ქალო, გვიღებენო. ისიც მობრძანდა, ზანტად, ტაატით. ოღონდ თავიდან დაწოლა არ ინება. ამიტომ, სემმა, არც აცია, არც აცხელა, კისერზე თათი შემოხვია და სულ ძალით წამოაგორა მეუღლე. კლეოპატრაც დიდად არ გაძალიანებულა. კარგი, ჰო, ვწვები, რამ გაგამხეცაო... ერთი-ორი ალერსიანად წაკბინ-წაუღრინა, ფაფარში თავი ჩაურგო... მერე ბევრი იგორავეს სათანადო პოზის მიღებამდე და როგორც იქნა, დალაგდნენ იდეალურ-სასურათედ. ოღონდ, სანამ მშობლები ჩამოყალიბდნენ და მოწესრიგდნენ, ბოკვერს მოსწყინდა და საბოლოო ფოტოში ზურგი შეგვაქცია ყველას.

თავიდან ერთი კადრის არჩევა დავაპირეთ, მაგრამ რამდენიმე სურათი აშკარად უკეთ ასახავს სიტუაციას. ჰოდა, აგერ თქვენ რვა ფოტო და დატკბით "






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42