"BASSIANI-ს წინააღმდეგ საეჭვო პოლიტიკური წარსულის ადამიანები აქეზებენ პოლიციას და სხვადასხვა ჯგუფებს“
სოც.მედია - 12:46, 28 Mar, 2017     3407
„არ ვიცი ვის რაში სჭირდება მსგავსი ინტრიგები, მაგრამ ვერავინ ჩაძირავს ბასიანს, რადგან ეს არა მარტო კლუბია არამედ, მეგობრობის, უშიშრობის, გმირობის, მებროძელეების, ტოლერანტების, ერთიანი უფლებებისთვის და გმირების ადგილია“ - ამ სახის პოსტით უამრავი ადამიანი ეხმაურება კლუბ „ბასიანთან“ დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჟა ორაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა.

ბუკა ქურდიანი: „ჩვენ დავიცავთ ბოლომდე იმას, რაც ჩვენია. ადგილი, სადაც მხოლოდ მუსიკა, მეგობრობა და სიყვარული სუფევს და არა ვინმეს ჩაგვრის პოლიტიკა. ბასიანი არის ადგილი, რომელმაც დაამეგობრა და დაახლოვა ძალიან ბევრი ადამიანი. ბასიანი, რომელმაც შეგვაყვარა ერთმანეთი!!! Naja ჩვენ, ბოლომდე შენთან ვართ ხომ იცი!“

ნაჟა ორაშვილი: ბოლო პერიოდის განმავლობაში BASSIANI / HOROOM-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. პროცესს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, საეჭვო პოლიტიკური წარსულით, აქტივობებით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. ეს ადამიანები იდენტური შინაარსის ტექსტებს ავრცელებენ, რითიც აქეზებენ პოლიციასა და სხვადასხვა ჯგუფებს, რომ დაინტერესდნენ კლუბის ფუნქციონირებით.

კლუბი BASSIANI / HOROOM შექმნის დღიდან თავისუფლების, თანასწორობის, ტოლერანტობის იდეაზეა დაფუძნებული და მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც ამ ღირებულებებს სოციუმში ფართოდ ავრცელებს - იქნება ეს “თეთრი ხმაურის მოძრაობა” - ჰუმანური და პრევენციული ნარკოპოლიტიკისთვის, თუ ქვიარ ფართების სერია HOROOM, რომელიც ჰომოფობიის, ჩაგვრისა და ძალადობრივი გარემოს დასაძლევი ინიციატივაა.

ცილისმწამებლური კამპანიის ავტორები სწორედ ამ კუთხით, ფაქტების განზრახ დამახინჯებითა და მისი აბსურდული ინტერპრეტაციებით მოქმედებენ.

მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული დარტყმა კლუბების მთავარ მონაპოვარსა და ღირებულებებზე - თავისუფლებასა და უსაფრთხო გარემოზე. იმავდროულად, წარმოებული კამპანია არის კლუბის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

BASSIANI / HOROOM, მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, გამუდმებით არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ, ყოველ კვირას საუკეთესო არტისტებსა და ათასობით ადამიანს მასპინძლობს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის, საკლუბო სფეროს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს წინსვლას - ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, ამ დროს რეგრესული ძალების მსგავსი პროვოკაციული და ფორსირებული თავდასხმა, არამხოლოდ საკლუბო სფეროს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოპოვებულ წარმატებას და ზოგადად სვლას ევროპული ღირებულებებისკენ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან რეგრესული ძალების მიერ BASSIANI / HOROOM-ის და ზოგადად თბილისი საკლუბო სცენის რეპუტაციის შელახვა. ცილისმწამებლებს კი მოუწევთ, მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42