ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ლატვიის პრეზიდენტი ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინაააღმდეგ.
„ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის მართლაც გამორჩეული მეგობარი და მე პირადად მინდა, მას მადლობა ვუთხრა საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომელსაც საქართველო და ლატვია ავითარებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გარღმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც გაგრძელდება. ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ სფეროში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით, სამხედრო სფეროში. მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც ეს შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობას. ამ მიმართლებით მართლაც ძალიან საინტერესო პროექტები არის შესაძლებელი და ერთიანი ხედვა დარწმუნებული ვარ, მიგვიყვანს ამ პროექტების განხორციელებამდე. იმ გზაზე, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რომლის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, რეალურად ჩვენ გვაქვს ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა. ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს. მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართლებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ“- საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






