საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა პატიმრობის სანაცვლოდ - მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული სასჯელი იცვლება
პოლიტიკა - 12:10, 28 Mar, 2017     8610
”სისხლის სამართლის კოდექში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებულ ზოგიერთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პატიმრობის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით იცვლება.


პარლამენტისთვის მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის პირი 260-ე მუხლი აღარ დაისჯება.

ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით, ცალკეულ შემთხვევებში, სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა ხდება.

“სისხლის სამართლის კოდექსში” ახალი - 2731-ე მუხლი შედის, რომლის მიხედვითაც მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას საათამდე ვადით.

დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია - თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – პასუხისმგებლობა იქნება თავისუფლების აღკვეთა, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება გამოიწვევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობას. ამასთან, აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი: - დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი: - განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

”მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, როდესაც გასაღების მიზანი ან გასაღების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის საფრთხის შემცველი სხვა პირთათვის და ზოგადად, საჯარო წესრიგისათვის. შესაბამისად, არ არის გამართლებული პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. გარდა ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული საქმეების განხილვისას აღნიშნა, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციულია მარიხუანას განმეორებით მოხმარების მიმართაც”, - ნათქვამია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რაც შეეხება ”სისხლის სამართლის კოდექში” დაგეგმილი ცვლილებებს ის თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42