გოგა ჩანადირი: „ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედება ევროპასთან საყოველთაო ურთიერთობის დაწყების შანსია. ეს ჩვენი წინაპრების დაფასებისა და ევროპელი გულშემატკივრების იმედების გამართლების შანსია.
დღეიდან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ამოქმედდა.
გილოცავთ“
ნიკა ქავთარაძე: „იმდენი რამის ნახვა შეიძლება, იმდენი პატარა დეტალით აღფრთოვანება, იმდენი შემოქმედებითი თუ ბიზნეს იდეა გაჩნდება, რომ აუცილებლად უკეთესობისკენ შეგვცვლის ყველას, ქმედებისკენ გვიბიძგებს, გამოგვაცოცხლებს. სულ სხვანაირად დაგვანახებს ჩვენს თავს საკუთარ ქვეყანაში. უფრო მეტად მოგვანდომებს აქ კარგი რამეების კეთებას. ქვეყანა უკეთესი გახდება. ჩვენ კი ერთმანეთი უფრო შეგვიყვარდება.
აი, ზუსტად ასე წარმომიდგენია ევროპაში ადვილად მიმოსვლის შედეგი.
ევროპა, დიდი მადლობა!და წინასწარ, ბოდიში - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის!“
ირაკლი გაფრინდაშვილი: დროზე მომილოცეთ, მერე რეისები გადაიტვირთება; ალო, დედა, ძაან ბედნიერი ვარ და ვრჩები კი არა , დროზე ჩამოდით
გიორგი ჯანელიძე : განცხადება: მაინც ვერ ამაღებინებთ ხელს საყვარელ საქმეზე და . . . ვაკეთებ სალვადორის ვიზებს.
ნიკა რურუა: „შიშები, რომ საქართველოდან “ყველა” წავა - უსაფუძვლოა და სულელურიც. უსაფუძვლო იმიტომ, რომ “ყველა” არ და ვერ წავა. სულელური კი იმიტომ, რომ ვისაც ევროპის ნახვა უნდა, ან იქ ყოფნა სურს - აუცილებლად უნდა გააკეთოს ისე, როგორც მას უნდა. ადამიანს აქვს ბედნიერების მისეული სცენარით განცდის ბუნებრივი უფლება.
P.S. და დიდი, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის, ანუ უვიზო რეჟიმის პირვანდელი სურვილის, შემდეგ კი ტექნიკური შესაძლებლობისთვის იფიქრეს და იშრომეს - კერძოდ, დავით IV აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, სულხან საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ნიკოლაძეს, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, საქართველოს ოთხივე პრეზიდენტს, ქართულ ჯარს, ყველა ვეტერანს, ყველა ქართველ დიპლომატსა და უთვალავ პროევროპულ მიტინგებზე არდაღლილ ქალებსა და კაცებს, ბავშვებსა და მოხუცებულებს!!! წინ, თავისუფლებისკენ!“
ზვიად ციკოლია: „იღებთ თქვენს ბარგს, მიბრძანდებით თბილისში მონორელსის სადგურში, აბარებთ, გადიხართ ჩვეულებრივ რეგისტრაციას როგორც აეროპორტში უსაფრთხოების წესების დაცვით, ჯდებით მატარებელში და ამოდიხართ პირდაპირ ქუთაისის აეროპორტში უშუალოდ თვითმფრინავში ჩასაჯდომად. თქვენ ბარგს მიიღებთ ჩაფრენის შემდეგ დანიშნულების ადგილზე.“
ეკა ხოფერია: დილა ევროპული, მეგობრებო! ჩემი პირველი ევროპა პოლონეთი იყო. ვმუშაობდი გაზეთ " დრონიში" და ჟურნალისტურ კონფერენციაზე გავემგზავრე, იყო ეს 1998 წელს) პირველი ევროპული ქალაქი იყო ვარშავა, პირველი უცხოური ყავა, გარე კაფეები, ტურისტები, პირველი " სეტი" სასტუმროს ოთახში შამპუნების პატარა " ტიუბიკებით"( რა ქვია არ ვიცი), ხრაშუნა პურით, პირველი დამოუკიდებლად ნაყიდი სუვენირებით და მართლაც კაპიკებში შეძენილი ლაბადით)))
ნანუკა ჟორჟოლიანი: „მახსოვს, ქუთაისის აეროპორტზე ვაკეთებდი სიუჟეტს, (გადაცემის ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო) და თითქმის ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ამბავს პოზიტიურ კონტექსტში განიხილავდა.
ვერა ქობალია და მიხეილ სააკაშვილი, დანარჩენ საქართველოს უმტკიცებდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა 100 ლარად, ევროპის ნებისმიერ ქალაქში მოხვდებოდა, მაშინ როცა მოუნდებოდა. ხელის ჟესტიც კი მახსოვს.
ის დანარჩენი საქართველო ამბობდა, რომ "მეპურე" ვერას არაფერი ესმოდა ამ თემის. მიხეილ სააკაშვილი კი გიჟი იყო.
ხოდა ახლა მინდა იმ დანარჩენი საქართველოს სახელით მადლობა ვუთხრა ორივეს. ყველაფერს თავის სახელი როცა ვარსებობთ მაშინ უნდა დავარქვათ. ისტორიკოსებმა ამბები რომ არ "გააყალბონ"
ბედნიერი ფრენა ყველას.“
მასალის გამოყენების პირობები






