საჯარო რეესტრში ახალი სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა
პოლიტიკა - 11:11, 28 Mar, 2017     1006
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ბაზის სარეზერვო სერვერული ცენტრი შეიქმნა. ცენტრის შექმნის მიზანი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის დაცვა, სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება და უსაფრთხო მომსახურებაა.

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული რეგისტრაციების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დაზიანებამ ან დაკარგვამ შეიძლება სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული ინფორმაციის დაცვისთვის აუცილებელი გახდა მაღალმდგრადი და სწრაფად აღდგენადი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს სააგენტოს, კრიზისულ პერიოდშიც უზრუნველყოს მონაცემთა მთლიანობა და სერვისის უწყვეტობა. სარეზერვო ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ _ განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სარეზერვო ცენტრი, სტანდარტების თანახმად, განთავსებულია პირველადი ცენტრისაგან მოშორებით და იგი ემსახურება ინფორმაციის რეზერვირებასა და პირველადი მონაცემთა ბაზის პარალელურად ფუნქციონირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

„საჯარო რეესტრი წლებია აქტიურად მუშაობს სააგენტოში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებაზე. ამ მიზნით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელსაც სარგებელი თანაბრად მოაქვს როგორც უწყებისთვის, ასევე ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის. სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა და სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პროგრამებში ე.წ. "დამცავი კოდის" გამოყენება დაიწყო, რაც ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ასევე დავიწყეთ IT ინფრასტრუქტურის გაფართოება და ავტომატიზაციის გაზრდა "ღრუბლოვანი" ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას გარდა ვმუშაობთ ბლოკჩეინტექნოლოგიის სრულად გამოყენებაზე“ - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ჩაჩხუნაშვილმა.

სარეზერვო სერვერული ცენტრის შექმნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42